ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2020 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 4 ათას 169 ნებართვა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16,5 პროცენტით ნაკლებია, 2 ათას 576 კვადრატული მეტრი ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.
სულ, 2020 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 758 ათას 800 კვადრატული მეტრი ფართობის 810 ობიექტი.