2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ნივრის იმპორტი 66%-ით გაიზარდა. სტატისტიკური მონაცემებით, წელს ქვეყანამ მსოფლიოს 6 ქვეყნიდან 880 ათასი დოლარის ღირებულების ნიორი იყიდა.
საანგარიშო პერიოდში საქართველომ ყველაზე მეტი ათას 361 ტონა ნიორი ჩინეთიდან შეიძინა. მას მოსდევს ირანი 97 ტონით, ხოლო მე-3 ადგილზეა ეგვიპტე, საიდანაც საქართველომ 36 ტონა ნიორი შემოიტანა.