საქართველოში პირველი drive-in კინოთეატრის გახსნის თარიღი ცნობილია. კერძოდ, Cavea Drive-in კინოთეატრების გახსნა და პირველი ჩვენება 9 ივლისს, ლისის ტბასთან, ახალ იპოდრომზეა დაგეგმილი.
ცნობისთვის, “კავეას” კინოთეატრი საწყის ეტაპზე მინიმუმ 200 ავტომობილზე იქნება გათვლილი, მოეწყობა სპეციალური სივრცე სხვა სახის ტრანსპორტისა და ავტომობილების გარეშე მოსული მაყურებლისთვისაც. მოთხოვნის შემთხვევაში ეს რაოდენობა გაიზრდება. რაც შეეხება სეანსების რაოდენობას, საღამოს 8 საათის შემდეგ 1 ან 2 ჩვენება იქნება.