ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის "თაობა გარდამავალ პერიოდში“ მიხედვით, საქართველოში ყოველ მეხუთე ახალგაზრდას ქვეყნის დატოვების ძლიერი სურვილი აქვს. კვლევის თანახმად, გამოკითხული რესპონდენტების 21%-ის თქმით, ძალიან უნდათ ქვეყნის დატოვება, 19%-ს მეტ-ნაკლებად სურს საქართველოს დატოვება, 59% კი აცხადებს, რომ ქვეყნის დატოვება არ აქვს განზრახული.
როგორც კვლევაშია ნათქვამი, მათი წილი, ვისაც ემიგრირება არ სურს, შედარებით უფროს რესპონდენტებსა და განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებ რესპონდენტებს შორისაა მაღალი. კვლევის თანახმად, მათთვის, ვისაც ქვეყნიდან წასვლა სურს, ამერიკა და გერმანია დანიშნულების ყველაზე სასურველი ადგილებია, შემდეგ პოზიციას რუსეთი და ესპანეთი იკავებს.