ძუძუს კიბო ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა ქალებში. XX საუკუნის მეორე ნახევარში მკვეთრად გაიზარდა ძუძუს კიბოს ავადობის სიხშირე. სტატისტიკური მონაცემებით, აღნიშნული დაავადება შეიძლება გამოუვლინდეს ყოველ მეათე ქალს.
დიაგნოსტიკის და მკურნალობის მეთოდების გაუმჯობესების მიუხედავად, 35-55 წლის ასაკის ქალებში ძუძუს კიბო ლეტალური გამოსავლის მიზეზებს შორის პირველ ადგილზეა, ხოლო საერთო ასაკობრივ ჯგუფში მას მეორე ადგილი განეკუთვნება.
ევროპაში კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის დაახლოებით 20% მოდის ძუძუს კიბოზე.
საქართველოში ყოველწლიურად 1500-ზე მეტ ქალს ძუძუს კიბოს დიაგნოზს უსვამენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკის ბოლო მონაცემებით, ყოველი მე-8 ქალი ძუძუს კიბოს წარმოშობის რისკის ქვეშ იმყოფება.
საწყის ეტაპზე ის უსიმპტომოდ ვითარდება.
დროული და კვალიფიციური დიაგნოსტიკა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს დაავადების სწორ მკურნალობაში.