კინოთეატრ ამირანთან განვითარებულ მოვლენებს ხელისუფლების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ შსს-სა და პოლიციელებს მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, გუშინ სამართალდამცველებმა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა შეძლეს.
მისივე თქმით, საქართველომ ასეთ მოვლენებზე ბევრი დრო და ძალისხმევა აღარ უნდა დახარჯოს. პარლამენტის თავმჯდომარემ აბსურდული უწოდა ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება ძალადობრივ ჯგუფებს მხარდაჭერას უცხადებს. თბილისის მერის შეფასებით კი, საქართველოში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, ცხოვრობენ და მომავალშიც იცხოვრებენ განსხვავებული ეროვნების, სარწმუნოების და ორიენტაციის ადამიანები.