2019 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 70 თეთრით გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სექტემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 189 ლარსა და 90 თეთრს შეადგენდა, მაშინ როცა აგვისტოში ეს მაჩვენებელი 189 ლარი და 20 თეთრი იყო.2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, სექტემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 19 ლარითა და 70 თეთრით არის გაზრდილი. კერძოდ, 2018 წლის სექტემბერში ეს მონაცემი 170 ლარსა და 20 თეთრს შეადგენდა.„საქსტატის“ მონაცემებით, აგვისტოსთან შედარებით, სექტემბერში 70 თეთრით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 168 ლარი და 20 თეთრი შეადგინა, ლარითა და 30 თეთრით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 318 ლარი და 60 თეთრი გახდა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 2018 წლის სექტემბრის მონაცემთან შედარებით, 33 ლარითა და 20 თეთრით არის გაზრდილი.