2019 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 90 თეთრით შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ივლისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 187 ლარსა და 20 თეთრს შეადგენდა, მაშინ როცა ივნისში ეს მაჩვენებელი 188 ლარი და 10 თეთრი იყო.
2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, ივლისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 15 ლარითა 70 თეთრით არის გაზრდილი. კერძოდ, 2018 წლის ივლისში ეს მონაცემი 171 ლარსა და 50 თეთრს შეადგენდა.
საქსტატის მონაცემებით, ივნისთან შედარებით, ივლისში 80 თეთრით შემცირდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 165 ლარი და 80 თეთრი შეადგინა, ასევე1 ლარითა 60 თეთრით შემცირდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 313 ლარი 90 თეთრი გახდა.