სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის დეკემბერში, საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 427,373-ს შეადგენს. გასული წლის დასაწყისში საარსებო შემწეობას 442,112 მოქალაქე იღებდა, ეს რაოდენობა 2019 წლის მაისამდე მზარდი იყო და მაისში 467,000-საც გადააჭარბა, მაისიდან კი შემცირება დაიწყო. საარსებო შემწეობის მიმღებთა შორის 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ექვს წლამდე ბავშვების რაოდენობა 46 300 შეადგენს. 6-დან 18 წლამდე მოზარდების რაოდენობა კი 104 ათას აღწევს. ხოლო საარსებო შემწეობის სახით 2019 წლის განმავლობაში ჯამში 319,579 ათასი ლარი გაიცა.