საქართველოში 2019 წლის სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საბანკო ბარათების რაოდენობა ჯამში 12%-ით შემცირდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის სექტემბერში საქართველოს ბაზარზე მიმოქცევაში სულ 6 მილიონ 670 ათას 348 საკრედიტო და სადებეტო ბარათი იყო, ხოლო 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 7 მილიონ 584 ათას 720 ერთეული.
სებ-ის მონაცემებით, კონკრეტულად საკრედიტო ბარათების რაოდენობა 15,7%-ით არის შემცირებული.
კერძოდ, 2019 წლის სექტემბერში მიმოქცევაში სულ 654 ათას 455 საკრედიტო ბარათი იყო, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პეროდში, საკრედიტო ბარათების რაოდენობა 776 ათას 114 ერთეულს შეადგენდა.
რაც შეეხეება სადებეტო ბარათებს, აქ 11,6%-იანი კლება დაფიქსირდა. თუ 2018 წლის სექტემბერში მიმოქცევაში 6 მილიონ 808 ათას 606 სადებეტო ბარათი იყო, მიმდინარე წლის სექტემბერში 6 მილიონ 15 ათას 893 ერთეული შეადგინა.