საქართველოში სამაცივრე მეურნეობების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის II კვარტალში საქართველოში 54 სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში მათი რაოდენობა 29-ს შეადგენდა.
საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში სამაცივრე მეურნეობების უმრავლესობა შიდა ქართლის რეგიონში და თბილისშია განთავსებული.
სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის II კვარტლის განმავლობაში მომსახურება 273 მომხმარებელს გაეწია. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია - 118 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 817 კაცით განისაზღვრა.საქსტატის ინფორმაციით, სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან უცხოურ ბაზარზე ქათმის ხორცი, თევზეული, ხილი და ბოსტნეული იქნა გატანილი.