2019 წელს საქართველოში უცხოურ ვალუტაში დაკონვერტირებული პენსიის ოდენობა შემცირდა. თუ იანვარში საშუალო პენსია 74 დოლარი იყო, დღეს ის უკვე 67 დოლარს შეადგენს. ლარის დევალვაციის შედეგად შემცირდა საშუალო ხელფასის მოცულობაც, აქ კლება დაახლოებით 40 დოლარს შეადგენს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში საშუალო ხელფასი ათას 100 ლარს შეადგენს. შესაბამისად, იანვარში საშუალო ხელფასი 411 დოლარი იყო, ახლა კი 372 დოლარია.