2020 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.8 პროცენტით ანუ 22 ლარითა 40 თეთრით გაიზარდა და ათას 239 ლარი და 50 თეთრი შეადგინა.
„საქსტატის“ ცნობით, 2020 წლის მე-3 კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 978 ლარითა და 10 თეთრით, ხოლო კაცების - ათას 472 ლარითა და 50 თთრით განისაზღვრა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
ამასთან, მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 10 ლარითა და 40 თეთრით შემცირდა და ათას 305 ლარი და 90 თეთრი შეადგინა.