2019 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 117 ლარითა და 60 თეთრით გაიზარდა და ათას 319 ლარი და 60 თეთრი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი - 2 ათას 216 ლარი და 30 თეთრი დაფიქსირდა - პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების დარგში. ასევე - ინფორმაციისა და კომუნიკაციის; მშენებლობისა და საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების დარგში.
2019 წლის მე-4 კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 86 ლარით გაიზარდა და ათას 404 ლარი და 70 თეთრი შეადგინა.
არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი კი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 154 ლარით გაიზარდა და ათას 166 ლარსა და 40 თეთრს შეადგენს.