18:46
20 სექტემბერი, 2019, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი შემცირდა
12-09-2019

2019 წლის აგვისტოში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა ათას 600 ტონა შეადგინა, რაც 200 ტონით ნაკლებია ივლისის მაჩვენებელთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

ქვეყნების მიხედვით, აგვისტოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა 500 ტონა ირანიდან განხორციელდა, რაც მთელი იმპორტის 31,9%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი, რუსეთი, გერმანია, უკრაინა  და სხვა ქვეყნები.

ჯამში, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 12 ათას 800 ტონა შეადგინა, რაც 500  ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები