ეკონომიკის მინისტრის ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიზანშეწონილობის კვლევის გარდა, საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნის, პირდაპირი ფრენების დანიშვნისა და სამხრეთ-ჩრდილოეთის სატრანსპორტო კორიდორში საქართველოს ჩართვის საკითხებზე იმსჯელეს. ინფორმაცია ინდოეთში ვიზიტის შედეგების შესახებ მინისტრებს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ მიაწოდა. მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში ინდოეთის 5 სამინისტროში გაიმართა შეხვედრები, რომელთა ფარგლებში სხვადასხვა საკითხი განიხილეს.