საქართველოში შესაძლოა, „მწვანე პასპორტის“ 2 ვარიანტი იყოს დაშვებული, რომელთაგანაც ერთი ქვეყნის შიგნით იქნება მოქმედი, ხოლო მეორე საზღვარგარეთ.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის „მწვანე პასპორტი“, რომელიც საზღვარგარეთ მოხმარებისთვის იქნება განკუთვნილი, კოვიდგადატანილი პირებისთვის ვირუსის გადატანიდან 6 თვის განმავლობაში იმოქმედებს.
ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე კი მიიჩნევს, რომ შესაცვლელია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კოვიდგადატანილ პაციენტს ე.წ. მწვანე სტატუსი მუდმივად აქვს.
როგორც იმნაძე აცხადებს, ვირუსის გადატანა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ პირს კოვიდ 19 აღარ დაემართება.