საქართველოში შესაძლოა, ტრიკოტაჟული ქსოვილების წარმოება დაიწყოს. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ელსელმას“ დამფუძნებელმა განუცხადა. მისი თქმით, კომპანიასთან თანამშრომლობით თურქული მხარეა დაინტერესებული და დიდი ალბათობით, „ელსელემა“ პროფილს შეიცვლის.
შეგახსენებთ, რომ სამკერვალო საწარმო „ელსელემა" 1992 წელს თბილისში დაფუძნდა. 2017 წლის სექტემბერში კი კომპანიამ კიდევ ერთი საწარმო ლანჩხუთში გახსნა.
„ელსელემა“ აწარმოებს: სამხედრო და პოლიციის უნიფორმებს, სამუშაო ფორმებს, დაცვის უნიფორმებს, წყალგაუმტარ ტანსაცმელს, ბუმბულის ქურთუკებს, ყოველდღიურ ტანსაცმელს და ნაქსოვ პროდუქციას როგორც კაცისა და ქალის, ასევე ბავშვებისთვის. გარდა ამისა, „ელსელემამ" საექსპორტო პროდუქციაში შვეიცარიის პოლიციელებისთვის სპეც-დანიშნულების ქამრებიც დაამზადა.