საქართველოში უქმე დღეების რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს - აღნიშნული ცვლილება „შრომის კოდექსში“ იგეგმება. კანონპროექტი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ წარადგინა.
უფრო კონკრეტულად, შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები 14 მაისის - თამარ მეფის ხსენების დღის - „სამშობლოს დღედ“ გამოცხადებას ითვალისწინებს. ამასთან, კანონპროექტის თანახმად, შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეების ჩამონათვალს დაემატება - 14 მაისი ,,სამშობლოს დღე“.
კომიტეტის წევრებმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.