00:26
15 ივლისი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
საქართველოში სოციალური უთანასწორობა არ შეცვლილა
03-06-2020

საქართველოში სოციალური უთანასწორობის მაჩვენებელი არ შეცვლილა. საქსტატის მონაცემებით, 2018 წელთან შედარებით 2019 წელს ჯინის კოეფიციენტი მთლიანი შემოსავლების მიხედვით არ შეცვლილა და კვლავ 0.39 ნიშნულს შეადგენდა.
ჯინის კოეფიციენტის უცვლელობა ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში შემოსავლების მიხედვით, სოციალური უთანასწორობა არ შეცვლილა.

ცნობისთვის, ჯინის კოეფიციენტი მათემატიკური კონცეფციაა, რომელიც იტალიელმა მათემატიკოსმა კორადო ჯინიმ 1914 წელს შეიმუშავა. დღეისათვის ეს განაწილების უთანასწორობის გაზომვის ყველაზე ადეკვატური საშუალებაა, სადაც ციფრი 0 აღნიშნავს ყველაზე თანასწორს, 100 კი, უთანასწოროს. აღნიშნული ფორმულა ძირითადად ქვეყნებში ფულის განაწილების გასაზომად გამოიყენება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები