წინასწარი მონაცემებით, ადგილობრივი წარმოების მაისურებისა და თბილი სამოსის ექსპორტი აპრილში 71%-ით გაიზარდა. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილში, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფებიდან 73%-ით გაიზარდა ფეროშენადნობების ექსპორტი.
აღნიშნულ პერიოდში 39%-ით გაიზარდა სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების, 26%-ით მედიკამენტების, 8%-ით ყურძნის ნატურალური ღვინოების, ხოლო 5%-ით მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი. წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტი წინა წელთან შედარებით 30%-ით გაიზარდა და 788 მილიონი დოლარი შეადგინა.