თბილისში ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებას. უფრო კონკრეტულად, ახალი სისტემა გულისხმობს ბუნებრივი რესურსების ეფექტიან მოხმარებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყანაში არსებული ნარჩენების შეკვეცას, ეკონომიკური საქმიანობის მავნე ზემოქმედების შემცირებას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე, ასევე კლიმატური ცვლილებების შერბილებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ნარჩენების მართვის საკითხის დარეგულირება გასული წლიდან დაიწყო. სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული სისტემის დანერგვა ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს სტიმულს აძლევს, რათა უფრო მეტი ინვესტიცია განახორციელონ ნარჩენების გადამუშავებაში
ცირკულურულ ეკონომიკაზე გადასვლის აუცილებლობაზე საუბრობს ბიზნესსექტორიც. თუმცა, მათი თქმით, ახალი სისტემის ეფექტიანად დანერგვისთვის აუცილებელია, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კოორდინირებული მუშაობა. აღსანიშნავია, რომ შევედის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით უკვე მომზადდა სპეციალური სატრენინგო პროგრამა, რაც მიზნად ისახავს ცირკულარული ეკონომიკის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ამასთან იმ ძირითადი სფეროების გამოვლენას, რომელიც მეტ სტიმულაციას საჭიროებს