საქართველოში მიდინარე წლის განმავლობაში ტურისტების რაოდენობა 28,8%-ით გაიზარდა და 2 მილიონ 783 ათას 594 შეადგინა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2017 წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს 763 ათას 729 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია. რაც 20, 9 % -ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ასევე გაზრდილია იმ ტურისტების რაოდენობაც რომლებიც საქართველოში 24 საათზე მეტ ხანს დარჩნენ. აღნიშნული მაჩვენებელი სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24,8%-ით გაიზარდა და 380 895-ს გაუტოლდა.