საქართველოში მეწარმე-სუბიექტებს ქონების გაყიდვისა და მომსახურების შეთავაზება-რეკლამირების ლარში განხორციუელების ვალდებულება დაეკისრათ. ცვლილება პირველი ივლისიდან ამოქმედდა. ქონების რეალიზაციის ან რეკლამირების წესის დარღვევის შემთხვევაში მეწარმე ფიზიკურ ან იურიდიულ პირს სანქციები დაეკისრებათ. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, პირველ ჯერზე ფასის ლარით გამოხატვის წესის დარღვევა წინადადების მიმცემის ან რეკლამის დამკვეთის გაფრთხილებას გამოიწვევს. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენისას პირი 1 000 ლარით , ხოლო ყოველი მომდევნო ჯერზე 5 000 ლარით დაჯარიმდება.