საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტით შემცირდა და 11.4 პროცენტი შეადგინა.
2019 წლის II კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ 63.7 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია რომ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მოსახლეობის აქტიურობის დონე 0.3 პროცენტითაა შემცირებული.
ამასთან, საქსტატის ცნობით, 2019 წლის II კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 50.2 პროცენტს შეადგენდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1 პროცენტით არის შემცირებული.