საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი 2020 წელს ახალი მეთოდოლოგიით დაითვლება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, ცვლილება, რომელიც მეთოდოლოგიაში შევა, მნიშვნელოვნად შეცვლის უმუშევრობის მაჩვენებელს.
ამასთან, მისივე თქმით, მნიშნველოვანია, რომ სწორად იქნას განმარტებული, თუ ვინ ითვლება უმუშევრად.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური მიმართულების ექსპერტები უმუშევრობის დათვლის არსებულ მეთოდოლოგიას აკრიტიკებენ.
ილიაუნის ბიზნესის სკოლის ხელმძღვანელის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მეთოდი, რომლის მიხედვითაც დღეს უმუშევარი ადამიანების რაოდენობა ითვლება, თავის მოტყუებაა და რეალობას არ ასახავს.