დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, საქართველოში 2 კვირის წინ არსებული მონაცემებით, რეინფიცირების 5-მდე შემთხვევაა დადასტურებული.
ამასთან, როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, განმეორებით ინფიცირება გახშირდა და ასეთი შემთხვევები მსუბუქად არ მიდის.
ამასთან, ქვეყნის პირველი წპიდემიოლოგი მოსახლეობას აფრთხილებს, კორონავირუსის გადატანის შემდგომ ადამიანებს მჭიდრო კონტაქტში ჰქონდეთ ოჯახის ექიმებთან მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. ამასთან, გამყრელიძის ინფორმაციით, პოსტ კოვიდურ სინდომს 500 ადამიანზე თბილისის ინფექციური საავადმყოფო სწავლობს.საქართველოში ვაქცინაციის შემდეგ დაინფიცირების შემთხვევები კი 300-ს აღწევს.
როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთ შემთხვევაში ინფიცირება მსუბუქად მიმდინარეობს.
ამასთან, სერიოზული პრობლემა გახდა პოსტ კოვიდური სინდრომი, როემლსაც, გამყრელიძის განცხადებით, მეტი ყურადღება სჭირდება.