საქართველოში ვაქცინაციის შემდგომი გართულება 120 შემთხვევაში დაფიქსირდა, ხოლო ანაფილაქსიური შოკი მხოლოდ 1 პაციენტს გამოუვლინდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ამასთან, როგორც გამყრელიძემ მედია-ვებინარზე განაცხადა, ეს გართულებები მსუბუქი ან საშუალო სიმძმისაა.