რეგიონის მასშტაბით, ფეიხოას სეზონი საქართველოში ყველაზე ადრე იწყება. აღნიშნული კულტურა განსაკუთრებით პოპულარული სამეგრელოს რეგიონშია, სადაც დღეს თითქმის ყველა ოჯახს ეზოში ფეიხოას რამდენიმე ძირი მაინც აქვს. საქართველოში ფეიხოაზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. ეს არის იოდის წყარო, მსოფლიოში კი, მსგავსი კულტურები არც თუ ისე ბევრია.
East fruit-ის ანალიტიკოსების აზრით, საქართველო აქტიურად იწყებს ფეიხოას ექსპორტის ზრდას. კერძოდ, 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, ქართული ფეიხოას ექსპორტი თითქმის გაორმაგდა და 400 ტონას მიაღწია. ამ პერიოდში, ქვეყნისთვის მთავარი ბაზარი უკრაინა იყო, სადაც 235 ტონა პროდუქტი გაიგზავნა. ასევე დიდი მოცულობის მყიდველი იყო სომხეთი, ბოლო დროს კი, ექსპორტი განხორციელდა რუსეთში, ბელარუსიასა და სლოვენიაშიც.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ფეიხოაზე განსაკუთრეული მოთხოვნა, ევროპასა და შეერთებულ შტატებშია. ამიტომ, სასურველი იქნება, რომ ქართველი ფერმერები უფრო სერიოზულად მოეკიდონ ამ კულტურის მოყვანას. მათი თქმით, ფეიხოას წარმოების ზრდით, შემნახავი, გაგრილებისა და გადამამაუშავებელი სისტემების მოწყობით, შესაძლოა, ფეიხოა საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული საექსპორტო პროდუქტი გახდეს.