სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი. ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ომბუდსმენის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.
"კვლავინდებურად მივმართავთ საქართველოს პარლამენტს და მოვუწოდებთ შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევის მიმდინარე პროცესი და დაიწყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეულ რეფორმაზე მუშაობა, რაც გადამწყვეტია ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფისათვის“,- აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.