სპეციალური პენიტენციური სამსახური ე.წ მატროსოვის ციხეში ომბუდსმენის ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ომბუდსმენი შეხვდა ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს, ასევე მსჯავრდებულ კახაბერ ნაკანს. მათივე ცნობით, ომბუდსმენმა მოითხოვა მსჯავრდებულ გურამ დონაძესთან შეხვედრა, თუმცა მან შეხვედრაზე უარი განაცხადა. თავად ნინო ლომჯარიამ მედიასთან არ დააკონკრეტა თუ ვის შეხვდა და აღნიშნა, რომ მისი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია იყო კონფიდენციალური, თუმცა მისი თქმით, როგორც ჩანს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „მაინც გავიდა“.