სახანძრო უსაფრთხოების სისტემის გაუმართაობაზე ჯარიმები 10 ათასი ლარიდან დაიწყება - Palitra News

სახანძრო უსაფრთხოების სისტემის გაუმართაობაზე ჯარიმები 10 ათასი ლარიდან დაიწყება

2018-03-21 12:36:13+04:00

სახანძრო უსაფრთხოების სისტემის გაუმართაობაზე ჯარიმები მკაცრდება. ჯარიმები დაახლოებით 10 ათასი ლარიდან დაიწყება. ამის შესახებ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, გაფართოვდება იმ ობიექტების სიაც, რომლებიც სახანძრო ზედამხედველობას დაექვემდებარება. ამასთან, როგორც ხუციშვილი აცხადებს, ჯარიმების გაზრდასთან ერთად, დამაჯარიმებელი ორგანოც შეიცვლება.

გარდა ამისა, ხუციშვილის ცნობით, სახანძრო ზედამხედველობის კუთხით, უწყებაში ცალკე სტრუქტურული ერთეულის შექმნაც განიხილება.