ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 4 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 201 მილიონ 280 ათასი ლარი შეადგინა.
ამასთან, სებ-ის ცნობით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9. პროცენტით, მაქსიმალური 9.07 პრიცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.044 პროცენტით განისაზღვრა.