ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, დღეს აუქციონზე 70 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა ექვსმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ შეადგინა 148 მილიონ 650 ათასი ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.3 პროცენტით, მაქსიმალური 8.79 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.752 პროცენტით განისაზღვრა.