ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე დღეს, 80 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა შვიდმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ კი 167 მილიონ 650 ათასი ლარი შეადგინა. ამასთან, სებ-ის ცნობით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.53 პროცენტით, მაქსიმალური 8.73 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.668 პროცენტით განისაზღვრა.