ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა,-ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
აუქციონში მონაწილეობა ექვსმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. ხოლო მოთხოვნამ 157 მილიონ 250 ათასი ლარი შეადგინა.
ამასთან, სებ-ის ცნობით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.13 პროცენტით, მაქსიმალური 8.22 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.197 პროცენტით განისაზღვრა.