ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 7 ივლისს, 20 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკი ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ კი 53 მილიონ 600 ათასი ლარი შეადგინა.
ამასთან, სებ-ის ცნობით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.29 პროცენტით, მაქსიმალური 8.33 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.310 პროცენტით განისაზღვრა.