ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონზე 4 აგვისტოს, 20 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა რვა კომერციულმა ბანკმა მიიღო. ხოლო მოთხოვნამ 63 მილიონი ლარი შეადგინა.
ამასთან, სებ-ის ცნობით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.25 პროცენტით, მაქსიმალური 8.3 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.274 პროცენტით განისაზღვრა.