ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონზე 3 ნოემბერს 20 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონის შედეგს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ კი 35 მილიონი ლარი შეადგინა.
ამასთან, სებ-ის ცნობით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.11 პროცენტით, მაქსიმალური 8.150 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.147 პროცენტით განისაზღვრა.