ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონზე 11 ნოემბერს, 50 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში სამმა ბანკმა მიიღო მონაწილეობა. მოთხოვნამ კი 80 მილიონი ლარი შეადგინა.
ამასთან, სებ-ის ცნობით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.13 პროცენტით, მაქსიმალური 8.17 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.152 პროცენტით განისაზღვრა.