„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს ამომრჩევლებს, საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს, საარჩევნო სუბიექტებს, მათ ხელთ არსებული პერსონალური მონაცემები დაამუშაონ სამართლიანად და კანონის შესაბამისად, მონაცემთა მოქალაქეთა ღირსების შეულახავად.
როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა უზრუნველყოფილი უნდა იყოს როგორც კენჭისყრის დღეს, ასევე წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში.
„ინფორმაცია პირის პოლიტიკური შეხედულების შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემია და იგი განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა ასევე საჭირო ამომრჩეველთა სიის მიმართ. იგი გამოყენებულ უნდა იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული მართლზომიერი მიზნებისთვის”- ნათქვამია განცხადებაში.