რუსეთის მიერ ავიასანქციების დაწესების შემდეგ, საქართველოს მთავრობა სამპუნქტიან ე.წ. ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობს. კერძოდ, სახელმწიფო მცირე სასტუმროებს საბანკო ვალდებულებების პროცენტს დაუფინანსებს. მეორე და მესამე პუნქტი კი საკრედიტო-საგარანტიო სქემასა და მარკეტინგულ ღონისძიებებს შეეხება. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნულ სამპუნქტიან გეგმას კიდევ ერთი დაემატება. ეს არის მცირე გრანტების პროგრამა, რომლის ძირითადი ბენეფიციარი, მცირე საოჯახო სასტუმროები იქნებიან.