სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულებთან შედარებით 271 ლარითა და 90 თეთრით დაბალი იყო.ამასთან, 2017 წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში ხელფასი 3.6 პროცენტით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 8.1 პროცენტით არის გაზრდილი და შესაბამისად, 892 ლარსა და 10 თეთრს და ათას 164 ლარს შეადგენს.„საქსტატის“ ცნობით, 2018 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში ათას 101 ლარი და 30 თეთრი; არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში კი ათას 8 ლარი და 10 თეთრი იყო.
ცნობისთვის, 2018 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 6.9 პროცენტით გაიზარდა და ათას 68 ლარი და 30 თეთრი შეადგინა.