სახელმწიფო შესყიდვების დავების საბჭოში საჩივრების სტატისტიკა წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმდჯომარის, ლევან რაზმაძის თქმით, დავების შემცირება საჩივრების გაფილტვრამ განაპირობა და პირები, ე.წ. შურისძიების მიზნით ტენდერებს ვეღარ ასაჩივრებენ. შესაბამისად, რჩება ის საჩივრები, რომლებიც რეალურად ექვემდებარება განხილვას. სააგენტოს თავმჯდომარე ამბობს, რომ საჯარო შესყიდვების სფეროში, გამჭვირვალობის ხარჯზე, კორუფციული რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი.