სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელ პირთა ეთიკის კოდექსი შეიმუშავა. ეთიკის კოდექსი მიზნად ისახავს სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელი პირებისთვის სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით სამოდელო ქცევის წესების დანერგვას. როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში აცხადებენ, კოდექსი ხელს შეუწყობს იმას, რომ სახელმწიფო შესყიდვების პროცესში დაცული იყო პროფესიულ-ეთიკური სტანდარტები, რაც თავის მხრივ, პოზიტიურად აისახება დარგში დასაქმებულ პირთა პროფესიონალიზმსა და პირადი პასუხისმგებლობის როლის გაძლიერებაზე.