17:39
29 მაისი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ტენდერებში მონაწილე საინჟინრო მომსახურებების სფეროს მიმწოდებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
01-09-2016
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ბიზნესსექტორთან შეხვედრების ფარგლებში ტენდერებში მონაწილე საინჟინრო მომსახურებების სფეროს მიმწოდებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა უწყების ხელმძღვანელს ტენდერებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები გააცნო. საინჟინრო მომსახურებების მიმწოდებელ კომპანიებში აცხადებენ, რომ სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ სფეროზე ტენდერების ჩატარების განსხვავებული წესი უნდა გავრცელდეს. შესყიდვების სააგენტოში კი აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს. შეხვედრაზე სააგენტოს თავმჯდომარემ ბიზნესსექტორს შესყიდვების სისტემაში დანერგილი სიახლეების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები