სახელწოდებით "ოცნება კლავს" პარტია "ლელო" მთავრობის ადმინისტრაციასთან 19 საათზე აქციას აანონსებს.
პარტიაში აცხადებენ რომ აქციის მიზეზი საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა მაღალი რიცხვია, რის პასუხისმგებლობასაც ოპოზიციური პარტია მმართველ ძალას აკისრებს.
საპროტესტო აქციას სხვადასხვა ახალგაზრდული ორგანიზაცია შეუერთდება.