თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები და ოჯახის ადვოკატი შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდნენ.
როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განმარტა, შსს-ში მისი შვილის საქმეში FBI-ს ჩართულობის საკითხის განსახილველად დაიბარეს.
თამარ ბაჩალიაშვილის დედის თქმით, საქმეში ფედერალური ბიუროს კონსულტანტის როლში ჩართვა ოჯახისთვის მიუღებელია და FBI-მ საქმე დეტალურად უნდა გამოიძიოს.