უზარმაზარი, მუდამ გადატენილი ჭრელი ბანგ კოკი, ტაილანდის დედაქალაქი, სამეფოს ერთერთი უმთავრესი საქმიანი, კულტურული და ტურისტული ცენტრი გახლავთ. ქალაქი მდენარე ჩაო ფრაიას სანაპიროზე, სიამის ყურის მახლობლად მდებარეობს. პატარა საპორტო ქალაქი, ადგილი სადაც ზეთისხილი ხარობს, დროთა განმავლობაში წარმოუდგენლად გაფართოვდა, მაგრამ მაინც უჭირს 8 მილიონი მცხოვრებლისა და მრავალრიცხოვანი ტურისტების დატევა, რომლებიც მთელი მსოფლიოდან უწყვეტი ნაკადით ჩამოდიან. კოსმოპოლიტური ბანგ კოკი შლის ზღვარს აღმოსავლეთსა და დასავლეთთან, ისტორიასა და თანამედროვეობასთან, აქ ასობით ბიზნეს ცენტრი და ცათამჯენია. შესანიშნავად შენარჩუნებულ არქიტექტურულ ძეგლებთან მეზობლობს. დიდებული ტაძრები სასახლეები და მუზეუმები ფაქიზად ინახავენ მდიდარი აღმოსავლური კულტურის საიდუმლოებებს. ღამით კი ბანგ კოკი გიგანტურ გასართობ ცენტრად იქცევა. მსგავს მხიარულ და გიჟურ დროის ტარებას მსოფლიოს ვერცერთ კუთხეში ვერ შეხვდებით.