გასული წლის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მაღალი ანაზღაურება მშენებლობის სექტორში დასაქმებულებს ჰქონდათ. "საქსტატის" ცნობით, ამ სფეროში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება დაახლოებით 1290 ლარი იყო. შედარებით ნაკლები - 1 204 ლარი ჰქონდათ ანაზღაურების სახით ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება/განაწილების სექტორში დასაქმებულებს. მაღალანაზღაურებადი საქმიანობის ხუთეულში დასახელდა აგრეთვე ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, ოპერაციები უძრავი ქონებით და სამთომოპოვებითი მრეწველობა. ყველაზე დაბალანაზღაურებადი საქმიანობის ხუთეული კი ასე გამოიყურება: სოფლის მეურნეობა, ნადირობა, სატყეო მეურნეობა , განათლება, სასტუმროები და რესტორნები.